Tuesday, May 19, 2015

ლეჩხუმი


ლეჩხუმი — დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავდა ძირითადად ახლანდელი ცაგერის რაიონისა და ნაწილობრივწყალტუბოს რაიონის და ამბროლაურის რაიონის ტერიტორიას. ლეჩხუმს დასავლეთით სამეგრელოსაგან ყოფდა ასხის მთის მასივი, ჩრდილოეთით სვანეთისაგან — ლეჩხუმის ქედი, აღმოსავლეთით რაჭისაგან — მდინარე ასკისწყალი, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე კი თავშავის ქედის სამხრეთი კალთები, სამხრეთით იმერეთისაგან — მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერი და ხვამლის მთის მასივი.
ლეჩხუმში ადამიანის ცხოვრების კვალი ნეოლითის ხანიდანაა დამოწმებული. არქეოლოგიური მონაპოვარით კარგად არის აგრეთვე წარმოდგენილი გვიანდელი ბრინჯაოს ხანა. ანტიკურ ხანაში ლეჩხუმი უკვე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი იყო. წყაროებში პირველად მოიხსენიება VI საუკუნეში (პროკოპი კესარიელი) სკვიმნიას სახელწოდებით. ამ დროს მას ერისთავი მართავდა, რომელიც ეგრისის მეფეს ექვემდებარებოდა. მომდევნო ხანაში ლეჩხუმი, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, დაიშალა და მისი ტერიტორია თაკვერის, რაჭისა და ოკრიბის შემადგენლობაში შევიდა. უფრო გვიან ლეჩხუმი კვლავ დამოუკიდებელი ერთეულია. მისი სავაჭრო-ეკონომიური ცენტრი იყო ლაილაში. იმერეთის სამეფოს წარმოქმნის (XV ს.) შემდეგ ლეჩხუმი მის შემადგენლობაში შევიდა როგორც სამეფო დომენი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმში თავი იჩინა მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, გაჩნდა თანამდებობა — ტიტული ლეჩხუმის თავი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმელი ძლიერი აზნაურები შეეცადნენ შეექმნათ ცალკე სათავადოები. ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას მიაღწია ინასარიძეთა საგვარეულომ. შემდგომში ლეჩხუმს მთლიანად ჩიქოვანთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1714 წელს, მას შემდეგ, რაც ლეჩხუმს გამგებელი ბეჟან I დადიანი სამეგრელოს მთავარი გახდა, ლეჩხუმი სამეგრელოს სამთავროს ერთ ნაწილად იქცა, ამიერიდან მასდადიანების დანიშნული სარდალმოურავი განაგებდა. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე იმერეთის მეფე სოლომონ II შეეცადა ლეჩხუმის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ. სამეგრელოს სამთავროს რუსეთის იმპერიაში შესვლია შემდეგ ლეჩხუმის ტერიტორიაზე შეიქმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული —ლეჩხუმის მაზრა.
ლეჩხუმის თავადები იყვნენ გელოვანთამუშკუდიანთასილაგაძეებისახვლედიანთა და ჩიქვანთა საგვარეულოდან.
ამჟამად ლეჩხუმი ძირითადად რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის რაიონს მოიცავს.



რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული. მისი ფუნქციებია უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია, რესურსების მობილიზება, ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება, ინვესტიციების მოზიდვისა და რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.
მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა) ორგანოების მიერ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: რაიონის გამგეობა — 4, სოფლის საკრებულოები — 56. საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება ონის რაიონის 2 საკრებულოზე (ყოფილი ჯავის რაიონის ნაწილი).
მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, დღემდე მუშაობდნენ:
  • ოთარ სირაძე 2004–2008
  • დავით გაგოშიძე 2008–2012
  • გიორგი ჭელიძე, 16 ოქტომბერი, 2012 წლიდან დღემდე


მოსახლეობა

  • მოსახლეობის რიცხოვნობა — 48 525 კაცი
    • მათ შორის: ქალაქის — 9 302 კაცი; სოფლის — 39 223 კაცი;
  • მოსახლეობის სიმჭიდროვე — 10,05 კვ.კმ-ზე;
  • მოსახლეობის მთლიანი რაოდენობიდან:
    • დასაქმებულია ეკონომიკაში — 19 053 კაცი,
    • უმუშევართა რიცხოვნობა — 4 797 კაცი;
მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:
  • ქართველი — 99.3%,
  • ოსი — 0.2%,
  • რუსი — 0.2%,
  • აზერბაიჯანელი — 0.1%,
  • აფხაზი — 0.1%,
  • სხვა — 0.1%,
მოსახლეობის რიცხოვნობა მსხვილ დასახლებებში:

ეკონომიკა

მხარის უდიდესი ნაწილი მაღალმთიანია და ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობას ემყარება. რეგიონში განვითარებულია მემცენარეობა (ძირითადად მეკარტოფილეობა, მევენახეობა) და მეცხოველეობა.
  • მთლიანი რეგიონალური პროდუქტი: 107 121.5 ათ. ლარი
აქედან:
  • მრეწველობა — 12 999.5 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 12%;
  • მშენებლობა — 10 027 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 9%;
  • სოფლის მეურნეობა — 63 300 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 59%.
  • მომსახურება (ვაჭრობა, განათლება, ტურიზმი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, და სხვა) — 20 795 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 20%.
  • ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მხარის მთლიანი პროდუქტის ხვედრითი წილია 0.9%.
  • მთლიანი რეგიონალური პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით შეადგენს 2 207 ლარს

ღირსშესანიშნაობები

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:





ბუნება

ხვამლის მთა — ცაგერიდან სამხრეთ-დასავლეთით 15 კმ, მაქსიმალური სიმაღლე 2002 მ . უპირატესად აგებულია პორფირიტების , ფიქალისაგან და კირქვის ქანებისაგან. ქედის კალთები მნიშვნელოვნად არის დანაწევრებული, ზემო ნაწილში ალპური რელიეფია. დასავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთ კალთები ციცაბოა, ჩრდილოეთი - დამრეცი. მწვერვალიდან სრულყოფილად ჩანს მდინარეების: რიონის, ცხენისწყლის და ლაჯანურის ხეობები. ხვამლის მთაზე გავრცელებულია მთა-ტყის და მთა-მდელოს ლანდშაფტები, წიფლის ტყეები, ალპური და სუბალპური მდელოები. მთაზე აგებულია წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი და აგრეთვე შემორჩენილია XII საუკუნის ისტორიული ციხე-სიმაგრის ნანგრევები. აქ იყო იმდროინდელი საქართველოს განძსაცავი, "თუ საქართველო დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს". 

ხვამლი როგორც ანტიკურ-მითოლოგიური ადგილი

ძველი ისტორიული, ანტიკური წყაროებიდან ხვამლი იგივე ხომლი მიიჩნევა ბერძნული მითიური ლეგენდარული გმირების არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად. მთა რომელზედაცზევსის ბძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე და რომელიც შემდგომ დაიხსნა ჰერაკლემ. XIX საუკუნის 50-იან წლებში ხვამლს ეწვია იტალიელი მოგზაური და მკვლევარი დანიელა პიზაგალი, რომელიც ბერძნულ ანტიკურ წყაროებზე დაყდნობით ეძებდა არგონავტების, პრომეთეს მიჯაჭვის ადგილებს. როგორც შემდგომ მკვლევარი თავის მოგონებებში წერს, იგი ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა კარგად იცოდნენ ეს ლეგენდა და მათ ყველაზე მეტად უხაროდათ როცა მტაცებელ სვავს მოინადირებდენენ, რომელიც ლეგენდის თანახმად პრომეთეს გულ-ღვიძლს უკორტნიდა.
ხომლის მთა აგრეთვე ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით აღწერილი აქვს ფრანგ მწერალ-ფანტასტ ჟიულ ვერნს თავის სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი”: